Colposcopy.ge | საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეული
57595
post-template-default,single,single-post,postid-57595,single-format-standard,qode-core-1.2,ajax_fade,page_not_loaded,,pitch-ver-1.9, vertical_menu_with_scroll,smooth_scroll,side_menu_slide_from_right,grid_1300,blog_installed,wpb-js-composer js-comp-ver-5.1.1,vc_responsive

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეული

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეულის (23-29 იანვარი) ფარგლებში, საქართველოს კოლპოსკოპიის ფედერაციამ, აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და `დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა~ მოაწყო ერთობლივი ღონისძიება.

გასინჯულ იქნა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 18 ბენეფიციარი, რომელთაც უფასოდ ჩაუტარდათ როგორც გამოკვლევები (კოლპოსკოპია, პაპ.სმარტ.ტესტ) ასევე სპეციალისტთა კონსულტაცია. არც ერთ ბენეფიციართან საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო ტრეინინგი აფხაზეთიდან დევნილი ექიმებისათვის თემაზე _ კოლპოსკოპიის როლი საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციაში.

სასტუმრო `კვარში~ მცხოვრებ კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთათვის ასევე ჩატარდა საგანმანათლებლო კონსულტაციები რეგულარული სკრინინგისა და ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აცილების საშუალებებზე

Colposcopy
No Comments

Leave a Comment: