Colposcopy.ge | სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები – მადონა ჯუღელის რჩევები
57563
post-template-default,single,single-post,postid-57563,single-format-standard,qode-core-1.2,ajax_fade,page_not_loaded,,pitch-ver-1.9, vertical_menu_with_scroll,smooth_scroll,side_menu_slide_from_right,grid_1300,blog_installed,wpb-js-composer js-comp-ver-5.1.1,vc_responsive

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები – მადონა ჯუღელის რჩევები

სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციათა (სგგი) რიცხვს მიეკუთვნება ისეთი ინფექციები, რომელთა გადაცემა ხდება უპირატესად სქესობრივი კონტაქტით. ამჟამად ცნობილია 30-ზე მეტი სგგი. მათ შორის ყველაზე მეტადაა გავრცელებული ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, ათაშანგი (სიფილისი), გონორეა, ჰერპესი, B და C ჰეპატიტი და შიდსი.

 

გადაცემის გზები

 

გადაცემის პირობაა ყველა სახის სქესობრივი კონტაქტი – ჰეტეროსექსუალური, ჰომოსექსუალური (ანალური, ვაგინალური, ორალური). შესაძლებელია ადამიანი დაინფიცირდეს საყოფაცხოვრებო გზით (მაგ. დაინფიცირებულის თეთრეულის, პირსახოცის ხმარებით), მაგრამ გადაცემის ეს გზა იშვიათია. შესაძლებელია სგგი-ს გადაცემა ვაგინალური ანუ მამაკაცის სასქესო ორგანოს საშოში შეღწევა; ანალური ანუ მამაკაცის სასქესო ორგანოს უკანა ტანში შეღწევა; ორალური; დაავადებული დედიდან ნაყოფზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს.

 

თუ შესაბამისი მკურნალობა ჩატარებული არ არის, სგგი-ს მიმდინარეობა ხანგრძლივი და ტალღისებურია, ხშირად გარეგნული ნიშნების გარეშე. თუ ადამიანი დაინფიცირებულია ნებისმიერი სახის სგგი-თ, თვითგანკურნება შეუძლებელია, ანუ სპეციალური მკურნალობის გარეშე ადამიანი ვერ განიკურნება.

 

რაც უფრო ადრე მიმართავს დაინფიცირებული ადამიანი ექიმს, მით უფრო ადვილია განკურნება და რაც მთავარია, თავიდან იქნება აცილებული სხვადასხვა გართულებები, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს სგგი-ს.


გართულებები

 

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები ხანდახან მიმდინარეობს ფარულად ანუ ადამიანი ვერ გრძნობს, რომ იგი ინფიცირებულია რაიმე კონკრეტული დაავადებით. ნიშნები ჩნდება უკვე გართულებების პერიოდში. დაავადება შეიძლება გადავიდეს ქრონიკულ სტადიაში, რაც ართულებს მკურნალობას დაავადება შეიძლება გადავიდეს შარდ – სასქესო სისტემაზე და გამოიწვიოს ანთებითი დაავადებები, იმპოტენცია როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში შეიძლება გახდეს უნაყოფობის ძირითადი მიზეზი შეადგენს იმ გინეკოლოგიური პრობლემების 40%, რომლებსაც ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა (გინეკოლოგიური დაავადებები, ორსულობის შეწყვეტა, საშვილოსნოსგარე ორსულობა და ა.შ) წარმოადგენს აივ-ისა და B ჰეპატიტის გადაცემის ერთ-ერთ რისკ – ფაქტორს.

თვითნებურად ჩატარებული მკურნალობა მხოლოდ გაართულებს მდგომარეობას.

თავდაცვის საშუალებები​

 

ოჯახური სიწმინდის დაცვა და ერთგულება ერთი სქესობრივი პარტნიორისადმი;

პრეზერვატივის გამოყენება ყველა სახის შემთხვევითი სქესობრივი კავშირის დროს;

პარტნიორების ერთდროული მკურნალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მკურნალობა არაეფექტური იქნება;

მკურნალობის დასრულებამდე სქესობრივი ცხოვრებისგან თავის შეკავება ან კონდომის გამოყენება ყოველი სქესობრივი კონტაქტისას.

როგორია სგგი-ს ნიშნები?

 

სგგი-ს ნიშნები განსხვავებულია და სხვადასხვაგვარად ვლინდება ქალებსა და მამაკაცებში. თუ თქვენ ან თქვენი სქესობრივი პარტნიორი რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ ნიშანს შენიშნავთ, მაშინვე მიმართეთ ექიმს.

ქალებში ინფექციის უხშირესი ნიშნებია:

 

  • უჩვეულო გამონადენი საშოდან,  ან ცუდი სუნი;

 

  • ქავილი ან წვა საშოს მიდამოში;

 

  • წყლულები, ბუშტუკები და სხვა სახის გამონაყარი საშოს ირგვლივ, შორისის მიდამოში ან სხეულის სხვა ნაწილებზე;

 

  • ტკივილი სქესობრივი აქტის დროს ან მოშარდვისას;

 

  • ტკივილი მუცლის ქვემო არეში.

 

მამაკაცებში ინფექციის უხშირესი ნიშნებია:

 

  • ტკივილი ან წვა მოშარდვისას;

 

  • სასქესო ასოდან თეთრი ან მოყვითალო გამონადენი;

 

  • წყლულები, ბუშტუკები, სხვა გამონაყარი ან კანის სხვა ცვლილებები სასქესო ასოზე, შორისის მიდამოში ან სხეულის სხვა ნაწილებზე.

 

როგორ მოვიქცეთ სგგდ-ის ნიშნების აღმოჩენისას?

 

თუ თქვენ ან თქვენი სქესობრივი პარტნიორი შენიშნავთ სგგდ-ის რომელიმე ნიშანს ანუ თუ დაეჭვდით, რომ გაქვთ სგგდ, მაშინვე მიიღეთ ზომები:

მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დასაზუსტებლად და დროულად დაიწყეთ მკურნალობა, ვინაიდან სგგდ-ების უმრავლესობა ადვილად ემორჩილება დროულად დაწყებულ და სწორად წარმართულ მკურნალობას. კვალიფიციური ექიმი ჩაგიტარებთ გამოკვლევებს კონკრეტული ინფექციის დადგენისა და შესატყვისი მკურნალობის დანიშვნის მიზნით. მნიშვნელოვანია არამარტო სწორი მკურნალობის შერჩევა, არამედ მკურნალობის კურსის ბოლომდე მიყვანა;

არ დაუშვათ ინფექციის გავრცელება, არ იქონიოთ სქესობრივი კავშირი მანამ, სანამ მკურნალობას არ დაასრულებთ და დაავადების ყველა ნიშანი არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ინფექციას პარტნიორს გადასცემთ და მისგან კვლავ დაინფიცირდებით. თუ ვერ შეძლებთ სქესობრივი კონტაქტისათვის თავის არიდებას – გამოიყენეთ პრეზერვატივი;

დაეხმარეთ თქვენს სქესობრივ პარტნიორს მკურნალობაში: საჭიროა დაარწმუნოთ პარტნიორი ექიმთან მისვლისა და მკურნალობის ჩატარების აუცილებლობაში. თუ თქვენ იმკურნალებთ და პარტნიორი კი არა, შესაძლოა მისგან კვლავ დაინფიცირდეთ;

განმეორებით მიმართეთ ექიმს, რათა დარწმუნდეთ, რომ განიკურნეთ: თუ ეს ასე არ იქნება, ექიმი დამატებით მკურნალობას დაგინიშნავთ.

მადონა ჯუღელი

Colposcopy
No Comments

Leave a Comment: