Colposcopy.ge | News
55680
page-template,page-template-blog-standard,page-template-blog-standard-php,page,page-id-55680,qode-core-1.2,ajax_fade,page_not_loaded,,pitch-ver-1.9, vertical_menu_with_scroll,smooth_scroll,side_menu_slide_from_right,grid_1300,blog_installed,wpb-js-composer js-comp-ver-5.1.1,vc_responsive
 

News

სიახლეები

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები – მადონა ჯუღელის რჩევები

სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციათა (სგგი) რიცხვს მიეკუთვნება ისეთი ინფექციები, რომელთა გადაცემა ხდება უპირატესად სქესობრივი კონტაქტით. ამჟამად ცნობილია 30-ზე მეტი სგგი. მათ შორის ყველაზე მეტადაა გავრცელებული ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, ათაშანგი (სიფილისი), გონორეა, ჰერპესი, B და C ჰეპატიტი და შიდსი.   გადაცემის გზები   გადაცემის პირობაა ყველა სახის სქესობრივი კონტაქტი – ჰეტეროსექსუალური, ჰომოსექსუალური (ანალური, ვაგინალური, ორალური). შესაძლებელია ადამიანი დაინფიცირდეს საყოფაცხოვრებო გზით (მაგ. დაინფიცირებულის თეთრეულის, პირსახოცის ხმარებით), მაგრამ გადაცემის ეს გზა იშვიათია. შესაძლებელია სგგი-ს გადაცემა ვაგინალური ანუ მამაკაცის სასქესო ორგანოს საშოში შეღწევა; ანალური ანუ მამაკაცის სასქესო ორგანოს...

Continue Reading

რა უნდა გაითვალისწინოს ქალმა​ ​სქესობრივი ცხოვრების დაწყების დროს

მადონა ჯუღელი: "​ყველაფერს თავისი ასაკი აქვს და არ ვამბობ, რომ ქალმა სქესობრივი ცხოვრება 40 წლის ასაკში უნდა დაიწყოს. არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ სექსი მხოლოდ ცხოველური ინსტინქტების დასაკმაყოფილებლად არის საჭირო. ჩვენ ხომ არ ვართ ცხოველები. სქესობრივი ცხოვრება, რომელსაც საფუძვლად არც ერთმანეთის პატივისცემა უდევს და არც სიყვარული, ფსიქოლოგიურ პრობლემებს ავითარებს. დღეს სამაგალითო ევროპაში ძალიან ხშირია სუიციდები და მსგავსი პრობლემები წამოვა საქართველოში. ფსიქოსომატური დაავადებების ძალიან დიდი ნუსხა მოდის სწორედ აქედან, არასწორი სქესობრივი ცხოვრებისგან, ხშირი კონტაქტებისგან და პარტნიორების ცვლისგან....

Continue Reading

სქესობრივი ცხოვრება და ჰიგიენა – რჩევები ქალბატონებისათვის

„ჩემთან ხშირად მოდიან ქალბატონები, რომლებიც მეუბნებიან, მაქვს სოკო და ვმკურნალობო. სოკო ქალის საშოს ფლორის წარმომადგენელია, თუმცა ის არ უნდა იყოს დიდი რაოდენობით, როდის ჩნდება დიდი რაოდენობით? როდესაც არასწორად ვიკვებებით ( მაგ. ტკბილეული დიდი რაოდენობით ), ვსვამთ ანტიბიოტიკებს, ვიტარებთ გაურკვეველ გამორეცხვებს. ჩვენი მიკროფლორა „ზოოპარკია“, სადაც ლომიც არის და ვეფხვიც, და არ შეიძლება, რომ ეს გარემო სტერილური იყოს და ქრონიკულად ანტიბიოტიკოთერაპია და გამორეცხვები ვიტაროთ. ჩვენთან მოდაშია ხშირი მკურნალობა. სულ ვამბობ, რომ გამონადენი ლორწოს სახით მცირე რაოდენობით დასაშვებია,...

Continue Reading

რა არის ASCUS – მადონა ჯუღელის რჩევები

რა არის ASCUS? ASCUS (Atypical Squamous Cells of Undetermined Significance - ატიპური ბრტყელი უჯრედები უცნობი მნიშვნელობის ატიპიით). მოსაზღვრე ცვლილებები ნიშნავს, რომ ნაცხში აღმოჩენილია ძალზე სუსტი პათოლოგიური ცვლილებების მქონე უჯრედები. მოსაზღვრე ცვლილებები უმეტესად სპონტანურ უკუგანვითარებას განიცდის, შედარებით იშვიათად კი პროგრესს. ამ შემთხვევაში პაციენტს შესაძლოა მკურნალობა დასჭირდეს. თუ განმეორებით ნაცხში კვლავ აღინიშნა ASCUS ან უფრო მაღალი ხარისხის დაზიანება, მაშინ მიზანშეწონილია კოლპოსკოპიური კვლევა. პაციენტებს აღარ უტარდებათ განმეორებითი გამოკვლევა, თუ ზედიზედ 2 ციტოლოგიური ნაცხი ნეგატიურია დაზიანებაზე. ამ მიდგომის უარყოფით მხარედ ითვლება: საჭიროებს პაციენტის სურვილს...

Continue Reading





მადონა ჯუღელის საერთაშორისო აღიარება

კიბოს კვლევის მსოფლიო ცენტრის, კოლპოსკოპიისა და საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის მსოფლიო ფედერაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონალური ორგანიზაციის ექსპერტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მადონა ჯუღელის მაღალი კვალიფიკაცია და გამოცდების წარმატებულად ჩაბარების გამო სერტიფიკატი გადასცეს.

მადონა ჯუღელმა 6 თვიანი დისტანციური სწავლების შემდეგ გამოცდა (OSCE) საფრანგეთის ქალაქ ლიონში ჩააბარა. ამასთან, მადონა ჯუღელი არის სერთიფიცრებული, საერთაშორისოდ აღიარებული ტრენერი და მას აქვს შესაძლებლობა ჩაუტაროს ტრენინგები, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისოდ აღიარებულ სპეციალისტებთან. აღნიშულ თემაზე გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონული მრჩეველი, აღმოსავლეთ ევროპის და შუა აზიის ქვეყნებში, თამარ ხომასურიძე გვესაუბრება. “ტრენერის სტატუსის მიღება...

Continue Reading

საშვილოსნოს ყელის ინტრაეპითელური ნეოპლაზია

საშვილოსნოს ყელის ნეოპლაზია (CIN — Cervical Intraepithelial neoplasia) – საშვილოსნოს ყელზე არატიპიური უჯრედების არსებობაა. დაავადებას არ ახასიათებს სიმპტომატიკა, თუმცა წარმოადგენს პოტენციურად საშიშ მდგომარეობას, რადგანაც პროგრესირების შემთხვევაში მოსალოდნელია საშვილოსნოს ყელის კიბოს ჩამოყალიბება. თავის მხრივ საშვილოსნოს ყელის კიბო ქალებში სიკვდილიანოს მხრივ მეორე დაავადებაა (Nicol AF et al 2005; Marshall K 2003; Rock CL et al 2000). 1941 წელს პაპ-ტესტის  (პაპა ნიკოლაუს ტესტი) გამოგონების შემდეგ საშილოსნოს ყელით სიკვდილობის მაჩვენებელი ერთბაშად მნიშნელოვნად შემცირდა და მერე შემდგომ დადგა პლატოს ფაზა –  ამ ტესტის...

Continue Reading

მადონა ჯუღელი ამსტერდამში ევროჯინის ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო

მადონა ჯუღელი ამსტერდამში ევროჯინის ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო. კონფერენციაზე განიხილება საშვილოსნოს ყელის, ვულვის და საშოს დაავადებების მთავარი მიმართულებები და დიაგნოსტიკის ახალი გზები. ასევე, ყველა ის საშუალება, რაც ქალბატონებს საშვილოსნოს ყელის ონკოლოგიურ პათოლოგიას თავიდან ააცილებს. ​მადონა ჯუღელი ამსტერდამში მსოფლიო მედიცინის სიახლეებს გაეცნო. მადონა ჯუღელი: ​"შარშან ამ ყველაფერს დაემატა ანალური კიბოს მიმართულება, რომელიც ასევე გამოწვეულია ადამიანის პაპილომა ვირუსის მაღალი ონკოტიპით. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ახალი გზა დიაგნოსტიკაში და დაარქვეს High Resolution კვლევა, რომელიც კოლპოსკოპიით კეთდება. ეს საკმაოდ წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ანალური კიბო სიხშირით...

Continue Reading

IFCPC-მა და გაერო-მ მადონა ჯუღელი საშვილოსნოს ყელის პათოლოგიისა და კოლპოსკოპიის ექსპერტ-ტრენერად აირჩია

IFCPC-მა (საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საერთაშორისო ფედერაცია) და გაერო-მ მადონა ჯუღელი საშვილოსნოს ყელის პათოლოგიისა და კოლპოსკოპიის ექსპერტ-ტრენერად აირჩია. “კარაპს მედლაინის” ბაზაზე ქალბატონი მადონა ჯუღელის ხელმძღვანელობით გაიხსნა საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საერთაშორისო ტრენინგ ცენტრი. “კარაპს მედლაინის” ბაზაზე ტრეინინგ ცენტრმა დაიწყო მუშაობა და ამჟამად სტუმრობს ორ უცხოელ ექიმს, რომლებიც გადიან სწავლების კურსს მადონა ჯუღელთან. ტრენინგ კურსში გადახდილი თანხა საქველმოქმედო მიზნით მოხმარდება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის განაშენიანებას....

Continue Reading

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეული

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეულის (23-29 იანვარი) ფარგლებში, საქართველოს კოლპოსკოპიის ფედერაციამ, აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და `დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა~ მოაწყო ერთობლივი ღონისძიება. გასინჯულ იქნა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 18 ბენეფიციარი, რომელთაც უფასოდ ჩაუტარდათ როგორც გამოკვლევები (კოლპოსკოპია, პაპ.სმარტ.ტესტ) ასევე სპეციალისტთა კონსულტაცია. არც ერთ ბენეფიციართან საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო ტრეინინგი აფხაზეთიდან დევნილი ექიმებისათვის თემაზე _ კოლპოსკოპიის როლი საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციაში. სასტუმრო `კვარში~ მცხოვრებ კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთათვის ასევე ჩატარდა საგანმანათლებლო კონსულტაციები...

Continue Reading